Tuesday, May 29, 2012

პირველი ნიუ-იორკის მოდის კვირეული, იმჟამად წოდებული როგორც "პრესის კვირეული", იყო მსოფლიოში პირველი ორგანიზებული მოდის ჩვენება. ჩატარდა 1943 წელს და მისი მიზანი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგული მოდისგან ყურადღების მოქცევა იყო, ვინაიდან ამ ინდუსტრიის მესვეურებს ომის გამო პარიზში მგზავრობა არ შეეძლოთ ფრანგული მოდის ჩვენებების საყურებლად. მოდის პუბლიცისტმა ელეანორ ლამბერმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას, რომელსაც მან "პრესის კვირა" (Press Week) უწოდა, რათა მოდის ჟურნალისტები ამერიკელი დიზაინერებით დაეინტერესებინა. ჩვენებაზე მყიდველები არ დაიშვებოდნენ, მათ მხოლოდ დიზაინერთა პავილიონში შეეძლოთ მისვლა. პრესის კვირა წარმატებული გამოდგა და მოდის ჟურნალმა ვოგმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ფრანგულ დიზაინს უწევდა პოპულარიზაციას, ამერიკული მოდელების ბეჭდვაც დაიწყო.

მაღალი მოდა

„მაღალი მოდის“ ნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა, დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი. ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა, ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. მალე მოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტთან ჩაეცვა. ვორტი პირველი იყო, ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატი „მაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს.

რა არის მოდა?

მოდა - ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, ის ბრუნავს და ხშირად ძნელია დროულად აჰყვე და მისდიო მის ტენდენციებს. მოდა, ყველა შემადგენელი ნაწილით იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ის ვიზუალზე ასახული, შინაგანი მე-ს ერთგვარი გამოვლინებაა.

Monday, May 28, 2012

შანელი



გაბრიელ ბონე "კოკო" შანელი (Gabrielle Bonheur "Coco" Chanel) ( 19 აგვისტო, 1883 - 10 იანვარი, 1971 ) - ცნობილი ფრანგი დიზაინერი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო მოდის ისტორიაში.
კოკო შანელის ფრაზები
"მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე."
"მოდა მიდის, სტილი რჩება."
"იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას."
"მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება."
"შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი."
"20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს."
"მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა."
"მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება, ჩვენი ცხოვრების მიხედვით თუ რა ხდება.."

50-იანების მოდა



მიმდინარე სეზონის მოდაზე 50-იანების დიდი გავლენა შეინიშნება.ეს არის ფუშფუშა კაბები,კარდაგინები თხელ ქამრებზე,ცხოველური პრინტები...
ახალ კოლექციებში დაუსრულებლად შეიძლება ძველი დროის გმირების მოძიება,თუმცა ასევე შესაძლებელია წარსულის გადახედვა და პარალელების გავლება.

მაღალი მოდა

„მაღალი მოდის“ ნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა, დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი. ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა, ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. მალე მოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტთან ჩაეცვა. ვორტი პირველი იყო, ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატი „მაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს.

ფრაზები მოდის შესახებ



"წლების განმავლობაში მე ერთი რამ ვისწავლე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კაბაში არის ის ქალი ვინც მას ატარებს."
ივ სენ ლორანი.
"ქალის კაბა უნდა გავდეს ეკლიან, მავთულდახლართულ ღობეს. ის უნდა ემსახურებოდეს მიზანს სხეულის ხილვის გარეშე."
სოფი ლორენი.


"მოდა არ იქმნება ბრენდებისათვის. მოდა არ არის უბრალო ხაზი. მოდა არის ის რაც შიგნიდან მოდის"
რალფ ლაურ"
"ქალი უნდა გავდეს ქალს. მუყაოს ნაჭერი არ წარმოადგენს სექსუალურობას."
ალექსანდრ მაქქუინი
"შენ არ უნდა დახარჯო დიდი ძალისხმევა ფეხსაცმლის არჩევის დროს. ქალების უმეტესობა თვლის, რომ უმნიშვნელოები არიან. მაგრამ ელეგანტური ქალის რეალური დამამტკიცებელი საბუთია თუ რა აცვია მას ფეხზე."
კრისტიან დიორი.