Tuesday, May 29, 2012

პირველი ნიუ-იორკის მოდის კვირეული, იმჟამად წოდებული როგორც "პრესის კვირეული", იყო მსოფლიოში პირველი ორგანიზებული მოდის ჩვენება. ჩატარდა 1943 წელს და მისი მიზანი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგული მოდისგან ყურადღების მოქცევა იყო, ვინაიდან ამ ინდუსტრიის მესვეურებს ომის გამო პარიზში მგზავრობა არ შეეძლოთ ფრანგული მოდის ჩვენებების საყურებლად. მოდის პუბლიცისტმა ელეანორ ლამბერმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას, რომელსაც მან "პრესის კვირა" (Press Week) უწოდა, რათა მოდის ჟურნალისტები ამერიკელი დიზაინერებით დაეინტერესებინა. ჩვენებაზე მყიდველები არ დაიშვებოდნენ, მათ მხოლოდ დიზაინერთა პავილიონში შეეძლოთ მისვლა. პრესის კვირა წარმატებული გამოდგა და მოდის ჟურნალმა ვოგმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ფრანგულ დიზაინს უწევდა პოპულარიზაციას, ამერიკული მოდელების ბეჭდვაც დაიწყო.

მაღალი მოდა

„მაღალი მოდის“ ნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა, დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი. ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა, ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. მალე მოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტთან ჩაეცვა. ვორტი პირველი იყო, ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატი „მაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს.

რა არის მოდა?

მოდა - ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, ის ბრუნავს და ხშირად ძნელია დროულად აჰყვე და მისდიო მის ტენდენციებს. მოდა, ყველა შემადგენელი ნაწილით იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ის ვიზუალზე ასახული, შინაგანი მე-ს ერთგვარი გამოვლინებაა.

Monday, May 28, 2012

შანელი



გაბრიელ ბონე "კოკო" შანელი (Gabrielle Bonheur "Coco" Chanel) ( 19 აგვისტო, 1883 - 10 იანვარი, 1971 ) - ცნობილი ფრანგი დიზაინერი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო მოდის ისტორიაში.
კოკო შანელის ფრაზები
"მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე."
"მოდა მიდის, სტილი რჩება."
"იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას."
"მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება."
"შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი."
"20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს."
"მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა."
"მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება, ჩვენი ცხოვრების მიხედვით თუ რა ხდება.."

50-იანების მოდა



მიმდინარე სეზონის მოდაზე 50-იანების დიდი გავლენა შეინიშნება.ეს არის ფუშფუშა კაბები,კარდაგინები თხელ ქამრებზე,ცხოველური პრინტები...
ახალ კოლექციებში დაუსრულებლად შეიძლება ძველი დროის გმირების მოძიება,თუმცა ასევე შესაძლებელია წარსულის გადახედვა და პარალელების გავლება.

მაღალი მოდა

„მაღალი მოდის“ ნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა, დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი. ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა, ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. მალე მოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტთან ჩაეცვა. ვორტი პირველი იყო, ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატი „მაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს.

ფრაზები მოდის შესახებ



"წლების განმავლობაში მე ერთი რამ ვისწავლე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კაბაში არის ის ქალი ვინც მას ატარებს."
ივ სენ ლორანი.
"ქალის კაბა უნდა გავდეს ეკლიან, მავთულდახლართულ ღობეს. ის უნდა ემსახურებოდეს მიზანს სხეულის ხილვის გარეშე."
სოფი ლორენი.


"მოდა არ იქმნება ბრენდებისათვის. მოდა არ არის უბრალო ხაზი. მოდა არის ის რაც შიგნიდან მოდის"
რალფ ლაურ"
"ქალი უნდა გავდეს ქალს. მუყაოს ნაჭერი არ წარმოადგენს სექსუალურობას."
ალექსანდრ მაქქუინი
"შენ არ უნდა დახარჯო დიდი ძალისხმევა ფეხსაცმლის არჩევის დროს. ქალების უმეტესობა თვლის, რომ უმნიშვნელოები არიან. მაგრამ ელეგანტური ქალის რეალური დამამტკიცებელი საბუთია თუ რა აცვია მას ფეხზე."
კრისტიან დიორი.

ჟურნალი ვოგის ფოტოსესია

ჟურნალი ვოგი







ვოგი (ფრანგ. Vogue — „მოდა“) — ჟურნალი მოდისა და ცხოვრების შესახებ, რომელიც გამომომცემლობა „კონდე ნასტი“ თვრამეტ ქვეყანაში გამოსცემს. ვოგის ამერიკული ვერსიის მთავარი რედაქტორია ინგლისელი ანა ვინტური. ამერიკული ვერსია "მოდის ბიბლიად: მიიჩნევა. თვრამეტი გამოცემიდან უმთავრესია, ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული გამოცემები. ასევე საკმაოდა ავტორიტეტულია იტალიური გამოცემა, რომელიც მთლიანად მაღალ მოდაზეა ორიენტირებული და ამ გამოცემას 20 წელია უკვე ლეგენდარული ფოტოგრაფი სტივენ მეისელი ხელმძღვანელობს. პოპულარულია ასევე რუსული და გერმანული ვერსიები. უახლოეს მომავალში იგეგმება ვოგის თურქული ვერსიის გამოშვება.
ვოგი თავის ფოტოსესიებში იყენებს როგორც ცნობილ და ლეგენდარულ მოდელებს ასევე ახალბედებს. ამერიკული ვოგი თავის ყდებზე ძირითადად მსახიობებს ათავსებს თუმცა წელიწადში ორჯერ შესაძლებელია მოდელის ხილვაც ყდაზე. ფრანგული ვოგი კი პირიქით მხოლოდ წელიწადში ორჯერ უთმობს თავის ყდას ცნობილ პიროვნებას. იტალიური მთლიანად მოდელებს უთმობს ყდას. ასევე აღსანიშნავია ვოგის რუსული ვერსია რომელმაც არსებობის 11 წლის ისტორიაში მხოლოდ რამდენჯერმე დაუთმო ცნობილ სახეს ყდა

მოდის ჩვენება

მოდის შესახებ


მოდა — (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.